Shop
Showing 133–144 of 290 results
ეთიოპია “Dream of Africa”
ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ლეგენდის მიხედვით, მე-9-ე საუკუნეში მწყემსმა სახელად კალდიი შეამჩნია, რომ როდესაც მისი თხები ხის წითელ ნაყოფს ჭამდნენ, საოცრად ენერგიულები ხდებოდნენ. მწყემსმა ეს ამბავი მახლობლად მდებარე მონასტრის წინამძღვარს უამბო. წინამძღვარმა კი, ნაყოფის თვისებები შეისწავლა და მიხვდა, რომ განსაკუთრებით ძვირფას მცენარეს მიაგნეს.
ყავა, როგორც სასმელი იემენში გახდა პოპულარული და შემდეგ გავრცელდა სტამბოლში, კაიროში და ევროპაში. დღეს, ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არა-ალკოჰოლური სასმელია.
ეთიოპიური ყავა საკმაოდ ძნელად ასაღწერია. მის ძლიერ გემოს თან ახლავს მკაფიო შოკოლადის არომატი.
ერლ გრეი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არომატიზირებული შავი ჩაი.
აღნიშნული სახელწოდება ჩაიმ მე-19 საუკუნეში მიიღო დიპლომატ ჩარლზ გრეისგან, რომელმაც ჩაის ეს სახეობა შემოიტანა ევროპაში. ლეგენდის თანახმად, ჩაის ფოთლები ევროპაში გემით შემოჰქონდათ. ძლიერი შტორმის დროს ბერგამოტის ზეთის კასრები გადაბრუნდა და ზეთი ჩაის ტომრებში ჩაიღვარა. ვინაიდან ტვირთი ძვირადღირებული იყო, მფლობელს მისი გადაყრა არ შეეძლო და ასე მოხვდა ჩაი ბერგამოტის ზეთით გაყიდვაში. „გაფუჭებული“ ჩაი ინგლისელებს ძალიან მოეწონათ და მას შემდეგ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
სასარგებლო თვისებები: ბერგამოტს გააჩნია დამამშვიდებელი თვისება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კარგია გრიპის და გაციების დროს.
ესპრესო “სიცილიური”
ვანილი
ვერცხლის ნემსი (ბიო) Silver Needle
ვულკანი
არომატიზირებული შავი ჩაის ეს სახეობა სადღესასწაულო სუფრის იდეალური თანამგზავრია. დარიჩინი, ილი, მიხაკი, ქინძი, პაპრიკა, ვაშლისა და ფორთოხლის ნაჭრები, ნაყენს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. მიირთვით და დატკბით ამ საუცხოო არომატით.
შავი ჩაი, ვაშლის და ფორთოხლის ნატეხები, დარიჩინი, ილი, ხმელი ქინძი, მიხაკი, წითელი წიწაკა, არომატი