Showing 1–12 of 18 results

ანბანი

30.00 (50 გრ)
ქართული შავი ჩაი (100 გრ) Georgian organic black tea (100 g). 

დელაკატი

15.00 (50 გრ)
ინდური შავი ჩაი ასამის რეგიონიდან. მოჰყავთ მდინარე ბრამაპუტრას სამხრეთით მდებარე ასამის ხეობაში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სერთიფიციებულ ბიო ზონას. გამოირჩევა ჰარმონიული გემოთი და ძლიერი არომატით.

დიმბულა

15.00 (50 გრ)
ჩაი დიმბულას მდელოდან, რომელიც განლაგებულია ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ნაყენი გამოირჩევა მოწითალო ფერით და მსუბუქი ლიმნის არომატით.

ვარდის თაიგული

15.00 (50 გრ)
ჩინური შავი ჩაი, წითელი ვარდის ფურცლებით და არომატით. ნაყენს აქვს მოტკბო, ყვავილოვანი გემო.

ლაპსანგ სუშონგი

15.00 (50 გრ)
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან. სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს. დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.

მანგალამი

31.00 (50 გრ)
მანგალამი არის პრემიალური შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. ჩაის პლანტაცია “მანჯუშრიზე” შესანიშნავი შედეგების მიღწევის შედეგად, 1973 წელს მფლობელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ჩაის პლანტაცია გაეშენებინათ რომელსაც დაარქვეს “Mangalam Tea Estate”. “მანგალამი” შედგება სათუთად დამუშავებული ჩაი მთლიანი ფოთლების და დიდი რაოდენობით ოქროს ტიპსებისგან. ის გამოირჩევა მდიდარი არომატით და მუქი ქარვისფერი ნაყენით. მანგალამი ჩაიმანიას ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩაია, უკვე 14 წელი!!

მარგარეტს ჰოუფსი

31.00 (50 გრ)
მეორე მოსავლის ჩაი დარჯილინგის რეგიონიდან. გამოირჩევა არომატული მოტკბო გემოთი და ქარვისფერი ნაყენით.

მოკალბარი ისტი

20.00 (50 გრ)
შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. გამოირჩევა მკვეთრი ქარვისფერი ნაყენით და სასიამოვნო გემოთი.

ნეპალი

60.00 (50 გრ)
იშვიათი ჯიშის ჩაის სახეობა ნეპალიდან. შავი ჩაი ჰიმალაის მშობლიური ქვეყნიდან, გამოირჩევა კაკაოს და კარამელის მსუბუქი ნოტებით.

პეტიაგალა

15.00 (50 გრ)
ხავერდოვანი, ოდნავ მოწითალო ფერის ფოთოლი, დაბალანსებული მოტკბო არომატით. პლანტაციები განლაგებულია შრი-ლანკის კუნძულის სამხრეთში. ნაყენი გამოირჩევა მუქი ფერით და მსუბუქი შებოლილი არომატით.

პუ ერი “ორცხობილა”

180.00 (1 ცალი)
პუ ერის ეს სახეობა არის ორცხობილას ფორმის დაპრესილი 200 გრ ჩაი სასაჩუქრე კოლოფში, 5 წლიანი დაძველებით. თითო პორციის დაყენება შესაძლებელია 3-4 ჯერ. საუკეთესო არჩევანია შავი ჩაის მოყვარულისთვის.

პუ ერი გამ ფეი ჩა

15.00 (50 გრ)
პუ ერის ეს სახეობა არის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონიდან, რომელიც აჩერებენ მიწაში 3-5 წელი. ნაყენს აქვს ძლიერი არომატი და მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერი.
რა არის შავი ჩაი?
შავი ჩაი მზადდება “კამელია სინენსის”-ის ანუ ჩაის ბუჩქის ფოთლებისგან რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
შავი ჩაი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია დანარჩენი ჩაის ტიპებთან შედარებით. ის აგრეთვე შეიცავს ყველაზე მეტ კოფეინს და გარკვეული რაოდენობის ანტიოქსიდანტებს (სხვა ჩაის ტიპებთან შედარებით ნაკლებს).

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.
მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა შესრულდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

შავი ჩაის გადამუშავება
შავი ჩაის დამზადება გულისხმობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის სრულ პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე, რა დროსაც ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება ფოთლების დახვევა იმ მიზნით რომ მოხდეს ენზიმების კონტაქტი ჰაერთან და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი. შემდეგ ფოთლებს ტოვებენ სრულ ფერმენტაციამდე, ანუ იმ დრომდე სანამ არ მიიღებენ მუქ შავ შეფერილობას. მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი ღუმელში გამოშრობის საბოლოო პროცესი.