Showing 1–12 of 16 results

ბაიხის ჩაი

7.00 (50 გრ)
ქართული გრეხილი მწვანე ჩაი წარმოებული გურიის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში. დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით ხელით ნაკრფი ნედლეულიდან. შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, არეგულირებს, შაქრის დონეს და წნევას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან.

ბანჩა

31.00 (50 გრ)
ბანჩას ეძახიან "ყოველდღიურ ჩაის", რომელსაც იაპონელები ტრადიციულად ჭამის დროს მიირთმევენ. მსხვილფოთლოვანი ჩაი ბუჩქის ქვედა ფოთლებისაგან მზადდება. თანაბრად დამუშავებული ფოთოლი მოდუღების შემდეგ მის ნამდვილ ხარისხს გვიჩვენებს. ჩაი მდიდარია მინერალებით, და შეიცავს 70% ნაკლებ კოფეინს ვიდრე სხვა მწვანე ჩაი. ბანჩას ნაყენს აქვს რბილი გემო და მსუბუქად ბალახოვანი არომატი.

ბურთულები

5.00 (1 ცალი)
ხელით დახვეული ბურთულის ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს. ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის.  ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.

გენმაიჩა

15.00 (50 გრ)
იაპონური მწვანე ჩაი სენჩას, ბრინჯის და ბატი-ბუტის ნარევი აძლევს ნაყენს განუმეორებელ არომატს. იაპონიაში ის ცნობილია როგორც “გეიშების საუზმე” რადგან ხელს უწყობს მადის დაკარგვას.

გველეშაპის მარგალიტი

31.00 (50 გრ)
ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. ახალგაზრდა მწვანე ფოთლებს ხელით ახვევენ მარგალიტის ფორმის ბურთებად. ნაყენი გამოირჩევა მსუბუქი ჟასმინის არომატით.

თამარ მეფე

30.00 (50 გრ)
ქართული მწვანე ჩაი (100 გრ) Georgian organic green tea (100 g). 

კოკეიჩა

31.00 (50 გრ)
იაპონური მწვანე ჩაი ბრინჯის ფქვილით. გამოირჩევა დიდი რაოდენობის კოფეინის შემცველობით და გამამხნევებელი ეფექტით. ნაყენს აქვს მოყვითალო ფერი და მკვეთრი არომატი.

ლუნ ჩინი

27.00 (50 გრ)
ჩინური მწვანე ჩაი რომელიც ცნობილია როგორც “იმპერატორების ჩაი”. გამოირჩევა ლამაზი ფორმის და ზურმუხტისფერი ჩაის ფოთლით. ნაყენს აქვს მსუბუქი მოტკბო გემო და განუმეორებელი არომატი.

მატჩა/Matcha

50.00 (50 გრ)
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია რაც მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ, და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ. ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას. მატჩა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში. მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი. ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი. მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 200 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.

მთვარის სასახლე

15.00 (50 გრ)
უმაღლესი ხარისხის ჩინური მწვანე ჩაი რომელიც გამოირჩევა მსუბუქი, ოდნავ მოტკბო არომატით.

მწვანე ჩაი ჟასმინით

15.00 (50 გრ)
ჩინური მწვანე ჩაი ჟასმინით იუნანის პროვინციიდან. იგი განსხვავდება სხვა ჟასმინის ჩაებისგან არომატიზაციის მეთოდით. მის დასამზადებლად ჟასმინის ყვავილები ინახება ჩაისთან ერთად. ნაყენს გააჩნია მუქი მოყვითალო ფერი და მკვეთრი გემო.