მწვანე ჩაი ჟასმინით
15.00₾ (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაი ჟასმინით იუნანის პროვინციიდან. იგი განსხვავდება სხვა ჟასმინის ჩაებისგან არომატიზაციის მეთოდით. მის დასამზადებლად ჟასმინის ყვავილები ინახება ჩაისთან ერთად. ნაყენს გააჩნია მუქი მოყვითალო ფერი და მკვეთრი გემო.
არტიკული:
22508
კატეგორია: მწვანე ჩაი
დამატებითი ინფორმაცია
| ტემპერატურა | 75-80°C |
|---|---|
| დოზა | 3-4 გრ |
| წარმოშობა | ჩინეთი |
მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები
15:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება თბილისის მაშტაბით მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონში 3-4 სამუშაო დღეში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შაბათ-კვირას და ოფიციალურ დასვენების დღეებში მიწოდება არ ხორციელდება.
საკურიერო მომსახურეობას ახორციელებს კომპანია TNT.
მსგავსი პროდუქტები
ბანჩა (ბიო)
31.00₾ (50 გრ)(50 gr)
ბანჩას ეძახიან "ყოველდღიურ ჩაის", რომელსაც იაპონელები ტრადიციულად ჭამის დროს მიირთმევენ. მსხვილფოთლოვანი ჩაი ბუჩქის ქვედა ფოთლებისაგან მზადდება. თანაბრად დამუშავებული ფოთოლი მოდუღების შემდეგ მის ნამდვილ ხარისხს გვიჩვენებს. ჩაი მდიდარია მინერალებით, და შეიცავს 70% ნაკლებ კოფეინს ვიდრე სხვა მწვანე ჩაი.
ბანჩას ნაყენს აქვს რბილი გემო და მსუბუქად ბალახოვანი არომატი.
ბურთულა
5.00₾ (1 ცალი)(1 pcs)
ხელით დახვეული ბურთულას ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის. ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.
გენმაიჩა
15.00₾ (50 გრ)(50 gr)
ლუნ ჩინ (Bio)
31.00₾ (50 გრ)(50 gr)
ქართული მწვანე ჩაი
7.50₾ (50 გრ)(50 gr)
ცის უფსკრული
15.00₾ (50 გრ)(50 gr)
