შავი ჩაი
Showing 1–12 of 19 results
დელაკატი
დიმბულა
ლაპსანგ სუშონგი
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან.
სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს.
დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.
მანგალამი
მანგალამი არის პრემიალური შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. ჩაის პლანტაცია “მანჯუშრიზე” შესანიშნავი შედეგების მიღწევის შედეგად, 1973 წელს მფლობელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ჩაის პლანტაცია გაეშენებინათ რომელსაც დაარქვეს “Mangalam Tea Estate”.
“მანგალამი” შედგება სათუთად დამუშავებული ჩაი მთლიანი ფოთლების და დიდი რაოდენობით ოქროს ტიპსებისგან. ის გამოირჩევა მდიდარი არომატით და მუქი ქარვისფერი ნაყენით.
მანგალამი ჩაიმანიას ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩაია, უკვე 14 წელი!!
მარგარეტს ჰოუფსი
ნეპალი (ბიო)
იშვიათი ჯიშის ჩაი ჰიმალაის სამშობლოდან - იმპერატორული ბიო შავი ჩაი “ჯუნ ჩუბაბრის” პლანტაციიდან .
ეს გამორჩეული ჩაი ნეპალიდან დამზადებულია განსაკუთრებული მეთოდით (ხელით იხვევა და აქვს ულუნის მსგავსი ფოთლის სტრუქტურა ) & შეიცავს დიდი რაოდენობით ოქროსფერ ტიპსებს. ნაყენი გამოირჩევა ძლიერი და პიკანტური სურნელით, ხოლო გემო კაკაოს და კარამელის მსუბუქი ნოტებით.
პეტიაგალა
რა არის შავი ჩაი?
შავი ჩაი მზადდება “კამელია სინენსის”-ის ანუ ჩაის ბუჩქის ფოთლებისგან რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
შავი ჩაი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია დანარჩენი ჩაის ტიპებთან შედარებით. ის აგრეთვე შეიცავს ყველაზე მეტ კოფეინს და გარკვეული რაოდენობის ანტიოქსიდანტებს (სხვა ჩაის ტიპებთან შედარებით ნაკლებს).
რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.
მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა შესრულდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.
შავი ჩაის გადამუშავება
შავი ჩაის დამზადება გულისხმობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის სრულ პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე, რა დროსაც ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება ფოთლების დახვევა იმ მიზნით რომ მოხდეს ენზიმების კონტაქტი ჰაერთან და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი. შემდეგ ფოთლებს ტოვებენ სრულ ფერმენტაციამდე, ანუ იმ დრომდე სანამ არ მიიღებენ მუქ შავ შეფერილობას. მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი ღუმელში გამოშრობის საბოლოო პროცესი.