Shop
Showing 109–120 of 269 results
გლინტვეინი
ჩაის ეს ნაკრები, რომელსაც გვთავაზობენ გერმანელი ჩაის ექსპერტები ჩვენი პარტნიორი კომპანიიდან - Dethlefsen & Balk G. m. b. H., გემოს ნამდვილი აფეთქებაა!!
კარკადე, ვაშლი, ასკილი, დარჩინი, მიხაკი, ილი, ფორთოხლის ნატეხები - სწორედ ეს ნაზავი ქმნის ამ ჩაის განსაკუთრებულ გემოსა და არომატს. ალკოჰოლური სასმელი გლინტვენიის მოსამზადებლად დაუმატეთ ღვინო.
და ჰუნ პაო / Da Hong Pao
დელაკატი
დიმბულა
დონ ვიტო
ეგვიპტური პიტნა
ძნელად თუ მოიძებნება სხვა პროდუქტი, რომელსაც ამდენი სხვადასხვა სახელი აქვს. მისი თავდაპირველი და ნამდვილი სახელწოდებაა „ხუჭუჭა პიტნა“ (crisped mint). სახელწოდება „სპირმინტი“ (spearmint), სავარაუდოდ, მის სპეციფიკურ, მენთოლის ელფერით გაჯერებულ პიტნის გემოს უკავშირდება. „ნანა-პიტნა“ (Nana-Mint) ტრადიციული სასმელია, რომლის მირთმევაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. როგორც ცხელი, ისე ცივი სახით, ეს ნაყენი წყურვილს შესანიშნავად კლავს; მას არ ახასიათებს ხილის ნოტები, თუმცა გამოირჩევა სპირმინტის უგემრიელესი და გამაცოცხლებელი გემოთი.
ეთიოპია “Dream of Africa”
ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ლეგენდის მიხედვით, მე-9-ე საუკუნეში მწყემსმა სახელად კალდიი შეამჩნია, რომ როდესაც მისი თხები ხის წითელ ნაყოფს ჭამდნენ, საოცრად ენერგიულები ხდებოდნენ. მწყემსმა ეს ამბავი მახლობლად მდებარე მონასტრის წინამძღვარს უამბო. წინამძღვარმა კი, ნაყოფის თვისებები შეისწავლა და მიხვდა, რომ განსაკუთრებით ძვირფას მცენარეს მიაგნეს.
ყავა, როგორც სასმელი იემენში გახდა პოპულარული და შემდეგ გავრცელდა სტამბოლში, კაიროში და ევროპაში. დღეს, ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არა-ალკოჰოლური სასმელია.
ეთიოპიური ყავა საკმაოდ ძნელად ასაღწერია. მის ძლიერ გემოს თან ახლავს მკაფიო შოკოლადის არომატი.
ერლ გრეი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არომატიზირებული შავი ჩაი.
აღნიშნული სახელწოდება ჩაიმ მე-19 საუკუნეში მიიღო დიპლომატ ჩარლზ გრეისგან, რომელმაც ჩაის ეს სახეობა შემოიტანა ევროპაში. ლეგენდის თანახმად, ჩაის ფოთლები ევროპაში გემით შემოჰქონდათ. ძლიერი შტორმის დროს ბერგამოტის ზეთის კასრები გადაბრუნდა და ზეთი ჩაის ტომრებში ჩაიღვარა. ვინაიდან ტვირთი ძვირადღირებული იყო, მფლობელს მისი გადაყრა არ შეეძლო და ასე მოხვდა ჩაი ბერგამოტის ზეთით გაყიდვაში. „გაფუჭებული“ ჩაი ინგლისელებს ძალიან მოეწონათ და მას შემდეგ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
სასარგებლო თვისებები: ბერგამოტს გააჩნია დამამშვიდებელი თვისება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კარგია გრიპის და გაციების დროს.