ჩაი
Showing 37–48 of 111 results
ვულკანი
არომატიზირებული შავი ჩაის ეს სახეობა სადღესასწაულო სუფრის იდეალური თანამგზავრია. დარიჩინი, ილი, მიხაკი, ქინძი, პაპრიკა, ვაშლისა და ფორთოხლის ნაჭრები, ნაყენს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. მიირთვით და დატკბით ამ საუცხოო არომატით.
შავი ჩაი, ვაშლის და ფორთოხლის ნატეხები, დარიჩინი, ილი, ხმელი ქინძი, მიხაკი, წითელი წიწაკა, არომატი
ზღაპარი
თაჩდაუნი
თი გუან ინი/Tie Guan Yin
თი გუან ინი არის ნახევრად-ფერმენტირებული ჩაი ფუძიანის რეგიონიდან. ფოთლები არის მსუბუქად დახვეული. ნაყენი არის ინტენსიური, ბალახოვანი და ყვავილოვანი.
ნაყენს აქვს შედარებით ნაკლები კოფეინი, და შესაძლებელია იგივე ფოთლების დაყენება 3-4ჯერ.
Tie Guan Yin is a partially-oxidated oolong from Fujian rolled into pearls. The leaves have been lightly roasted to provide the traditional “fire taste” – a blend of mineral and toasted notes.
Its low caffeine content makes it a perfect evening tea.
კარკადე
კარკადე, იგივე ჰიბისკუსი, მზადდება სუდანური ვარდისგან. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტესა და სუდანში.
კარკადეს ნაყენი არ შეიცავს კოფეინს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ნაყენს აქვს მკვეთრი წითელი ფერი და დამამშვიდებელი ეფექტი.
კარკადე არ არის რეკომენდირებული ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი და მაღალმჭავიანობა.
ჩაიმანიას რეცეპტი: 1 სავსე კოვზი კარკადე 1 ფინჯანზე. მიირთვით ცივ ან ცხელ მდგომარეობაში.
კოკეიჩა
ლავანდა
ლაპაჩო
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული.
მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.
ლაპსანგ სუშონგი
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან.
სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს.
დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.