Showing 49–60 of 118 results

ლავანდა

15.00 (50 გრ)(50 gr)
დახუჭე თვალი და ისიამოვნე ამ საოცარი ნაზავით: ვაშლი, მელისა, კამა, ლავანდა, ანისული, ასკილი, ხავერდა, ქართული მოცვის ფოთლები

ლავანდა / Lavender

15.00 (50 გრ)(50 gr)
ლავანდა — არომატული მცენარეა, რომელიც ცნობილია დამამშვიდებელი სურნელითა და იასამნისფერი ყვავილებით. ყველაზე გავრცელებული სახეობაა Lavandula angustifolia. რისთვის გამოიყენება 
? დამშვიდებისთვის

ლაპაჩო

15.00 (50 გრ)(50 gr)
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული. მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.

ლაპსანგ სუშონგი

15.00 (50 გრ)(50 gr)
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან. სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს. დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.

ლუნ ჩინ (Bio)

31.00 (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაი რომელიც ცნობილია როგორც “იმპერატორების ჩაი”. გამოირჩევა მოგრძო და ზურმუხტისფერი ჩაის ფოთლით. ნაყენს აქვს მსუბუქი მოტკბო გემო და განუმეორებელი არომატი.

ლურჯი პეპელა

31.00 (50 გრ)(50 gr)
“Butterfly Pea” ან ქართულად „ლურჯი პეპელას ყვავილი“ / „ანჩანი“ ეწოდება, არის ლურჯყვავილიანი ტროპიკული მცენარე, რომლისგანაც ამზადებენ ცნობილ ლურჯ ჩაის. რა

მაკაბეო

15.00 (50 გრ)(50 gr)
თეთრი და მწვანე ჩაი, ყვითელი ვარდის კოკრები, ვარდის ფურცლები, არომატი

მანგალამი

31.00 (50 გრ)(50 gr)
მანგალამი არის პრემიალური შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. ჩაის პლანტაცია “მანჯუშრიზე” შესანიშნავი შედეგების მიღწევის შედეგად, 1973 წელს მფლობელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ჩაის პლანტაცია გაეშენებინათ რომელსაც დაარქვეს “Mangalam Tea Estate”. “მანგალამი” შედგება სათუთად დამუშავებული ჩაი მთლიანი ფოთლების და დიდი რაოდენობით ოქროს ტიპსებისგან. ის გამოირჩევა მდიდარი არომატით და მუქი ქარვისფერი ნაყენით. მანგალამი ჩაიმანიას ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩაია, უკვე 14 წელი!!

მანუკა

15.00 (50 გრ)(50 gr)
სიახლე! მწვანე ჩაის და მანუკას თაფლის ჰარმონიული ნაზავი. შემადგენლობა: მწვანე ჩაი 51%, ატამი, ვაშლი, შაქრის ყვავილები, თაფლი „მანუკა“, ვარდის ფურცლები, უკვდავა, არომატი. მანუკას თაფლი არის განსაკუთრებული სახეობის თაფლი, რომელსაც ფუტკრები ამზადებენ მანუკას ბუჩქის (Manuka) ყვავილების ნექტარისგან. ეს მცენარე ძირითადად იზრდება New Zealand-სა და Australia-ში. სწორედ ეს ხდის მანუკას თაფლის განსაკუთრებულს და განსაზღვრავს მის ფასს, რადგან მეფუტკრეები მას ლიმიტირებული რაოდენობით მოიპოვებენ. მანუკას თაფლი მსოფლიოში არსებული თაფლის მხოლოდ 1%-ია. ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ქმედების დიდი პოტენციალის გამო ის ჯანმრთელობისა და სილამაზის წყაროდ არის მიჩნეული და არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ. A harmonious blend of green tea and manuka honey Ingredients: green tea 51%, peach, apple, sugar flowers, manuka honey, rose petals, immortelle, aroma. Manuka honey is a special type of honey that bees make from the nectar of the flowers of the manuka bush (manuka). This plant grows mainly in New Zealand and Australia. This is what makes manuka honey special and determines its price, as beekeepers obtain it in limited quantities. Manuka honey is only 1% of the honey in the world. Due to its high antibacterial and antimicrobial potential, it is considered a source of health and beauty and is used to solve a number of problems.

მარგარეტს ჰოუფსი

31.00 (50 გრ)(50 gr)
მეორე მოსავლის ჩაი დარჯილინგის რეგიონიდან. გამოირჩევა არომატული მოტკბო გემოთი და ქარვისფერი ნაყენით.

მატე

15.00 (50 გრ)(50 gr)
მატე მზადდება პარაგვაის მარადმწვანე ბუჩქის ფოთლებისგან. ის არ იწვევს მიჩვევას და კარგად ამხნევებს. აქვს კარგი მატონიზირებელი თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის აღგზნებადობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.  ტრადიციულად, მატეს აყენებენ სპეციალურ ჭურჭელში - “კალებასა”-ში (გამომშრალი გოგრა) და მიირთმევენ სპეციალური საწრუპით - “Bombilla”. ჩაიმანიას ქსელი გთავაზობთ ბიო მატეს ბრაზილიიდან.

მატჩა

50.00 (50 გრ)(50 gr)
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია რაც მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ, და მედიტაციის დაწყებამდე სვამენ. ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას. მატჩა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში. მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი. ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი. მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 100 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.