Showing 13–24 of 112 results

ატმის ბაღი

15.00 (50 გრ)
ანანასის & ვაშლის ნაჭრები, სტაფილო, ატამი, არომატი, ვარდის ფოთლები, ღიღილო

ბანჩა (ბიო)

31.00 (50 გრ)
ბანჩას ეძახიან "ყოველდღიურ ჩაის", რომელსაც იაპონელები ტრადიციულად ჭამის დროს მიირთმევენ. მსხვილფოთლოვანი ჩაი ბუჩქის ქვედა ფოთლებისაგან მზადდება. თანაბრად დამუშავებული ფოთოლი მოდუღების შემდეგ მის ნამდვილ ხარისხს გვიჩვენებს. ჩაი მდიდარია მინერალებით, და შეიცავს 70% ნაკლებ კოფეინს ვიდრე სხვა მწვანე ჩაი. ბანჩას ნაყენს აქვს რბილი გემო და მსუბუქად ბალახოვანი არომატი.

ბორა ბორა

15.00 (50 გრ)
NEW! კარკადე, ვაშლი, პაპაია, მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, არომატი, მზესუმზირას და ღიღილოს ყვავილი

ბროწეულის ხე

15.00 (50 გრ)
შავი ჩაი, ბროწეულის ყვავილი, შტოშის და ჟოლოს ნატეხები

ბურთულა

5.00 (1 ცალი)
ხელით დახვეული ბურთულას ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს. ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის.  ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.

გაზაფხული

15.00 (50 გრ)
მწვანე ჩაი (93 %), მარწყვის ნატეხები, ფორთოხლის ქერქი, მთის უკვდავა, არომატი

გენმაიჩა

15.00 (50 გრ)
იაპონური მწვანე ჩაი ბანჩას, ბრინჯის და ბატი-ბუტის ნარევი აძლევს ნაყენს განუმეორებელ არომატს. იაპონიაში ცნობილია როგორც “გეიშების საუზმე” რადგან ხელს უწყობს მადის დაკარგვას.

გველეშაპის მარგალიტი ჟასმინით

31.00 (50 გრ)
ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. ახალგაზრდა მწვანე ფოთლებს ხელით ახვევენ მარგალიტის ფორმის ბურთებად. ნაყენი გამოირჩევა მსუბუქი ჟასმინის არომატით.

გვირილა

15.00 (50 გრ)
რომაული გვირილას ყვავილები

გვირილა

1.50 (50 გრ)
ინდივიდუალურად შეფუთული ბიო გვირილა 2 გრ.

გლინტვეინი

15.00 (50 გრ) (50 gr)
ჩაის ეს ნაკრები, რომელსაც გვთავაზობენ გერმანელი ჩაის ექსპერტები ჩვენი პარტნიორი კომპანიიდან - Dethlefsen & Balk G. m. b. H., გემოს ნამდვილი აფეთქებაა!! კარკადე, ვაშლი, ასკილი, დარჩინი, მიხაკი, ილი, ფორთოხლის ნატეხები - სწორედ ეს ნაზავი ქმნის ამ ჩაის განსაკუთრებულ გემოსა და არომატს. ალკოჰოლური სასმელი გლინტვენიის მოსამზადებლად დაუმატეთ ღვინო.

გოჯი ბერი

15.00 (50 გრ)
მწვანე ჩაი, გოჯი ბერი, ლემონგრასი, ბროწეულის და ღიღილოს ყვავილი.