იამაიკური “Blue Mountain”

85.00 (100 გრ)(100 gr)
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავა იზრდება კუნძულ იამაიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ლურჯი მთის ფერდობებზე. მთლიანი მოსავლის 90% გადის ექსპორტზე იაპონიაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად.
 
იამაიკური “ლურჯი მთა" არის გამორჩეული გემოვნების მქონე ყავა, რომელიც ლიდერობს ყველა მონო ჯიშის ბაზარზე. აქვს საშუალო მჟავიანობა, მოტკბო გემო და შედარებით დაბალი კოფეინი.
 

ინდური შავი ჩაი

1.50 (1 ცალი)(1 pcs)
ინდივიდუალურად შეფუთული ინდური შავი ჩაი 3 გრ.

ირლანდიური ვისკი

15.00 (50 გრ)(50 gr)
შეიცავს ინდურ და ჩინურ შავ ჩაის და კარამელის ნატეხებს ვისკის არომატით.

ირლანდიური ნაღები

17.00 (100 გრ)(100 gr)
ყავის ეს ნაზავი გამოირჩევა რბილი და ამავდროულად ინტენსიური ნაღების არომატით. მზადდება მხოლოდ 100% არაბიკას მარცვლებით, ლათინური ამერიკის მთიანი რეგიონებიდან.

კალებასა & ბომბილია/Calabash

100.00
კალებასა (დამზადებულია გოგრიდან) და ბომბილია (უჟანგავი ფოლადიდან). გამოიყენება სამხრეთ ამერიკული სასმელის "მატეს" დასაგემოვნებლად.

კალებასა Calabash

80.00
Calabash pumpkin gourd bowl with aluminium ring Ø about 4 cm

კაპუჩინო

17.00 (100 გრ)(100 gr)
თუ გიყვართ კაპუჩინო, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ჩვენი ყავა კაპუჩინოს არომატით. დელიკატურად შერჩეული ნაზავი „კაპუჩინო” მზადდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოყვანილი არაბიკის მარცვლებისაგან.

კარამელი

17.00 (100 გრ)(100 gr)
გიყვართ კარამელი? მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ჩვენი ყავა კარამელის არომატით. დელიკატურად შერჩეული ნაზავი მზადდება არაბიკას მარცვლებისაგან. ამ ნაზავში ყავის ელეგანტურობა ჰარმონიულად ერწყმის კარამელის და ნაღების არომატს.

კარამელიზირებული წაბლი

17.00 (100 გრ)(100 gr)
ყავის ეს ნაზავი დალევისთანავე შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას! აქვს კარამელის, დარიჩინის და ილის არომატი. მზადდება მხოლოდ 100% არაბიკას მარცვლებით, ლათინური ამერიკის მთიანი რეგიონებიდან.

კარკადე

15.00 (50 გრ)(50 gr)
კარკადე, იგივე ჰიბისკუსი, მზადდება სუდანური ვარდისგან. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტესა და სუდანში. კარკადეს ნაყენი არ შეიცავს კოფეინს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ნაყენს აქვს მკვეთრი წითელი ფერი და დამამშვიდებელი ეფექტი. კარკადე არ არის რეკომენდირებული ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი და მაღალმჭავიანობა. ჩაიმანიას რეცეპტი: 1 სავსე კოვზი კარკადე 1 ფინჯანზე. მიირთვით ცივ ან ცხელ მდგომარეობაში.

კაფე კრემა

17.00 (100 გრ)(100 gr)
თუ თქვენი დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია, აუცილებლად დააგემოვნეთ ახალი, 3 ყავის ნაზავი "CAFFE CREME" !!! ბრაზილია, კოლუმბია, კენია გამოირჩევა მოტკბო გემოთი და ძლიერი ქაფით. საუკეთესოა ყავის აპარატში გამოსაყენებლად

კენია “Pearls of Africa”

17.00 (100 გრ)(100 gr)
ყავის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კენიას უკავია საკმაოდ პატარა წილი (1.5%). სამაგიეროდ ხარისხით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. ეს ყავა ხელით იკრიფება  Kiundi-ს რეგიონში. ის მოხალულია გამოცდილი ექსპერტების მიერ რაც აძლევს მას შეუდარებელ გემოს.  ყავა Kenya “Pearls of Africa” გამოირჩევა კოფეინის საშუალო შემცველობით, მსუბუქი შოკოლადის არომატითა და ნაზი გემოთი.