ბურთულა
5.00₾ (1 ცალი)
ხელით დახვეული ბურთულას ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის. ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.
არტიკული:
21067
კატეგორია: მწვანე ჩაი
მიწოდების პირობები
მსგავსი პროდუქტები
კოკეიჩა
31.00₾ (50 გრ)
ცის უფსკრული
15.00₾ (50 გრ)
ქართული გაბა ჩაი (კოლოფში)/ Georgian Gaba Tea
30.00₾ (50 გრ) (50 gr)
ჩაის დამზადების ეს ტექნოლოგია იაპონიაში შეიქმნა.
👨🔬1984 წელს პროფ. ცუშიდამ, ჩაის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის კოლეგებთან ერთად, დაიწყო ექსპერიმენტები, რომლებიც მიზნად ისახავდა GABA-ს გაზრდილი შემცველობის მქონე ჩაის განვითარებას.
🍃 აღმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით GABA გროვდება ატმოსფეროში მწვანე ჩაის ფერმენტაციის შემდეგ 6-10 საათში, და ჟანგბადი იცვლება აზოტით.
🌱იაპონელმა მეცნიერებმა დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიჩინეს GABA ჩაის სასარგებლო თვისებების მიმართ.
◼️ითვლებოდა, რომ ჩაი ასტიმულირებს ტვინში სისხლის ნაკადს, ზრდის ტვინის აქტივობას, არეგულირებს მეტაბოლიზმს, ხსნის სტრესს და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
🫖 GABA ჩაი ასევე კარგია ნაბახუსევზე, ხსნის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მტკივნეულ სიმპტომებს და ასევე ალკოჰოლის მიღების წინ ამცირებს თრობის პროცესს...
🇬🇪 საქართველოში ჩაის წარმოება GABA ტექნოლოგიით დაიწყო კომპანია შემოქმედმა 2024 წელს. მწვანე და შავი გაბა ჩაის შეძენა სხვა კლასიკურ ჩაისთან ერთად უკვე შეგიძლიათ ჩაიმანიას ქსელში.
40 გრ ჩაი მოთავსებულია ჩაიმანიას ბრენდირებულ თუნუქის კოლოფში