Showing 37–48 of 109 results

თაჩდაუნი

15.00 (50 გრ)
შავი ჩაი (69%), ვაშლი, ატამი, ლიმონის ცედრა, ჭარხალი, ბროწულის ყვავილი, ასკილი, მარაკუიას ფანტელები, არომატი

ინდური შავი ჩაი

1.50 (1 ცალი)
ინდივიდუალურად შეფუთული ინდური შავი ჩაი 3 გრ.

ირლანდიური ვისკი

15.00 (50 გრ)
შეიცავს ინდურ და ჩინურ შავ ჩაის და კარამელის ნატეხებს ვისკის არომატით.

კარკადე

15.00 (50 გრ)
კარკადე, იგივე ჰიბისკუსი, მზადდება სუდანური ვარდისგან. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტესა და სუდანში. კარკადეს ნაყენი არ შეიცავს კოფეინს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ნაყენს აქვს მკვეთრი წითელი ფერი და დამამშვიდებელი ეფექტი. კარკადე არ არის რეკომენდირებული ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი და მაღალმჭავიანობა. ჩაიმანიას რეცეპტი: 1 სავსე კოვზი კარკადე 1 ფინჯანზე. მიირთვით ცივ ან ცხელ მდგომარეობაში.

კენკრის ნუგბარი

15.00 (50 გრ)
შავი ჩაი, მარწყვის, კენკრის და მაყვლის ნატეხები

კოკეიჩა

31.00 (50 გრ)
იაპონური მწვანე ჩაი ბრინჯის ფქვილით. გამოირჩევა დიდი რაოდენობის კოფეინის შემცველობით და გამამხნევებელი ეფექტით. ნაყენს აქვს მოყვითალო ფერი და მკვეთრი არომატი.

ლავანდა

15.00 (50 გრ)
დახუჭე თვალი და ისიამოვნე ამ საოცარი ნაზავით: ვაშლი, მელისა, კამა, ლავანდა, ანისული, ასკილი, ხავერდა, ქართული მოცვის ფოთლები

ლაპაჩო

15.00 (50 გრ)
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული. მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.

ლაპსანგ სუშონგი

15.00 (50 გრ)
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან. სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს. დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.

ლუნ ჩინ (Bio)

31.00 (50 გრ)
ჩინური მწვანე ჩაი რომელიც ცნობილია როგორც “იმპერატორების ჩაი”. გამოირჩევა მოგრძო და ზურმუხტისფერი ჩაის ფოთლით. ნაყენს აქვს მსუბუქი მოტკბო გემო და განუმეორებელი არომატი.

მაკაბეო

15.00 (50 გრ)
თეთრი და მწვანე ჩაი, ყვითელი ვარდის კოკრები, ვარდის ფურცლები, არომატი

მანგალამი

31.00 (50 გრ)
მანგალამი არის პრემიალური შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. ჩაის პლანტაცია “მანჯუშრიზე” შესანიშნავი შედეგების მიღწევის შედეგად, 1973 წელს მფლობელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ჩაის პლანტაცია გაეშენებინათ რომელსაც დაარქვეს “Mangalam Tea Estate”. “მანგალამი” შედგება სათუთად დამუშავებული ჩაი მთლიანი ფოთლების და დიდი რაოდენობით ოქროს ტიპსებისგან. ის გამოირჩევა მდიდარი არომატით და მუქი ქარვისფერი ნაყენით. მანგალამი ჩაიმანიას ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩაია, უკვე 14 წელი!!