კულინარიული/Cooking matcha (200 gr, ჩინეთი)

75.00
გამოიყინება კულინარიაში ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას "სიცოცხლის ელექსირს" უწოდებენ და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ. ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას. მატჩა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში. ☕Dirty Matcha მწვანე ჩაი და ესპრესოს უგემრიელესი კომბინაციაა, რომელიც გაგამხნევებთ დღის ნებისმიერ დროს! ნაზი მწვანე ჩაის სიმსუბუქე და ყავის ძლიერი არომატი ერთ ფინჯანში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს! 💚 შემადგენლობა: იაპონური მატჩა, ლერქმის შაქარი, ხილის პექტინი 👉ინგრედიენტები: - 40 მლ ესპრესო (“Don Vito” ან სიცილიური ესპრესო) - 1 კოვზი “Matcha & Shake” (აღარ საჭიროებს შაქრის დამატებას) - 1/4 ჭიქა რძე (ნუშის, სოიო ან სხვა) - 100 მლ ცხელი წყალი (75-80 C) 👩‍🍳მომზადების წესი: 1. მატჩას ფხვნილს დაასხი წყალი და ათქვიფე (სასურველია სპეციალური ფუნჯით “chasen”) 2. ააქაფე რძე 3. მოამზადე ესპრესო 4. შუშის ჭიქაში ჩაასხი მატჩა, დაუმატე რძე, და ბოლოს ესპრესო 5. "Iced Dirty Matcha"-ს დაუმატე ყინული Matcha tea is a powdered green tea that has been consumed in Japan for 900 years. Buddhist monks call it the elixir of life, and drink it before meditating. The tea from which matcha is made is harvested only once a year. The leaves grow in the shade, hidden from the sun, which significantly increases the content of chlorophyll and amino acids in tea. Matcha belongs to one of the most useful types of tea. Its composition includes vitamins and microelements, which increases immunity, improves brain activity, and slows down the aging process of the body. It is useful for the prevention of cardiovascular diseases, reduces the level of cholesterol in the blood, prevents the formation of stones in the kidney and gall bladder. Matcha tea is one of the most powerful antioxidants in nature. Ingredients: Japanese Matcha, cane sugar, fruit pectin.

ლავანდა

15.00 (50 გრ)(50 gr)
დახუჭე თვალი და ისიამოვნე ამ საოცარი ნაზავით: ვაშლი, მელისა, კამა, ლავანდა, ანისული, ასკილი, ხავერდა, ქართული მოცვის ფოთლები

ლაპაჩო

15.00 (50 გრ)(50 gr)
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული. მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.

ლაპსანგ სუშონგი

15.00 (50 გრ)(50 gr)
ლაპსანგ სუშონგი არის განსაკუთრებული ჩინური შავი ჩაი ფუძიანის პროვინციიდან, რომელიც სათავეს იღებს მე-17-ე საუკუნიდან. სათუთად შერჩეულ ჩაის ფოთლებს მზეზე აშრობენ და ფერმენტაციისათვის კალათში ათავსებენ. პროცესი ცეცხლთან ახლოს მიმდინარეობს მანამ, სანამ ფოთლები სრულად არ დაკარგავს ბალახის გემოს. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებს აშრობენ ფიჭვის ღუმელში რაც მას აძლევს შებოლილ არომატს. დამზადების წესი: 1 ჩ/კ დაამატეთ 200-300 მლ წყალი და გააჩერეთ 8-10 წთ. სასურველია ლაპსანგ სუშონგი მომზადდეს თიხის ჭურჭელში.

ლატე მაკიატო

17.00 (100 გრ)(100 gr)
წარმოიდგინე რომ ხარ იტალიაში და მიირთმევ მაკიატოს…. ამ ყავაში გაერთიანებულია შოკოლადის და კაკაოს მსუბუქი ნოტები.  

ლუნ ჩინ (Bio)

31.00 (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაი რომელიც ცნობილია როგორც “იმპერატორების ჩაი”. გამოირჩევა მოგრძო და ზურმუხტისფერი ჩაის ფოთლით. ნაყენს აქვს მსუბუქი მოტკბო გემო და განუმეორებელი არომატი.

მაკაბეო

15.00 (50 გრ)(50 gr)
თეთრი და მწვანე ჩაი, ყვითელი ვარდის კოკრები, ვარდის ფურცლები, არომატი

მანგალამი

31.00 (50 გრ)(50 gr)
მანგალამი არის პრემიალური შავი ინდური ჩაი ასამის რეგიონიდან. ჩაის პლანტაცია “მანჯუშრიზე” შესანიშნავი შედეგების მიღწევის შედეგად, 1973 წელს მფლობელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ჩაის პლანტაცია გაეშენებინათ რომელსაც დაარქვეს “Mangalam Tea Estate”. “მანგალამი” შედგება სათუთად დამუშავებული ჩაი მთლიანი ფოთლების და დიდი რაოდენობით ოქროს ტიპსებისგან. ის გამოირჩევა მდიდარი არომატით და მუქი ქარვისფერი ნაყენით. მანგალამი ჩაიმანიას ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩაია, უკვე 14 წელი!!

მანუკა

15.00 (50 გრ)(50 gr)
სიახლე! მწვანე ჩაის და მანუკას თაფლის ჰარმონიული ნაზავი. შემადგენლობა: მწვანე ჩაი 51%, ატამი, ვაშლი, შაქრის ყვავილები, თაფლი „მანუკა“, ვარდის ფურცლები, უკვდავა, არომატი

მარგარეტს ჰოუფსი

31.00 (50 გრ)(50 gr)
მეორე მოსავლის ჩაი დარჯილინგის რეგიონიდან. გამოირჩევა არომატული მოტკბო გემოთი და ქარვისფერი ნაყენით.

მატე

15.00 (50 გრ)(50 gr)
მატე მზადდება პარაგვაის მარადმწვანე ბუჩქის ფოთლებისგან. ის არ იწვევს მიჩვევას და კარგად ამხნევებს. აქვს კარგი მატონიზირებელი თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის აღგზნებადობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.  ტრადიციულად, მატეს აყენებენ სპეციალურ ჭურჭელში - “კალებასა”-ში (გამომშრალი გოგრა) და მიირთმევენ სპეციალური საწრუპით - “Bombilla”. ჩაიმანიას ქსელი გთავაზობთ ბიო მატეს ბრაზილიიდან.