Გაყიდულია
მიწოდების პირობები
მსგავსი პროდუქტები
ლაპაჩო
15.00₾ (50 გრ)
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული.
მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.
კარკადე
15.00₾ (50 გრ)
კარკადე, იგივე ჰიბისკუსი, მზადდება სუდანური ვარდისგან. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტესა და სუდანში.
კარკადეს ნაყენი არ შეიცავს კოფეინს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ნაყენს აქვს მკვეთრი წითელი ფერი და დამამშვიდებელი ეფექტი.
კარკადე არ არის რეკომენდირებული ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი და მაღალმჭავიანობა.
ჩაიმანიას რეცეპტი: 1 სავსე კოვზი კარკადე 1 ფინჯანზე. მიირთვით ცივ ან ცხელ მდგომარეობაში.
მატე
15.00₾ (50 გრ)
მატე მზადდება პარაგვაის მარადმწვანე ბუჩქის ფოთლებისგან. ის არ იწვევს მიჩვევას და კარგად ამხნევებს. აქვს კარგი მატონიზირებელი თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის აღგზნებადობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ტრადიციულად, მატეს აყენებენ სპეციალურ ჭურჭელში - “კალებასა”-ში (გამომშრალი გოგრა) და მიირთმევენ სპეციალური საწრუპით - “Bombilla”.
ჩაიმანიას ქსელი გთავაზობთ ბიო მატეს ბრაზილიიდან.