ეთიოპია ცნობილია როგორც ყავის “დაბადების” ადგილი. ლეგენდის მიხედვით, მე-9-ე საუკუნეში მწყემსმა სახელად კალდიი შეამჩნია, რომ როდესაც მისი თხები ხის წითელ ნაყოფს ჭამდნენ, საოცრად ენერგიულები ხდებოდნენ. მწყემსმა ეს ამბავი მახლობლად მდებარე მონასტრის წინამძღვარს უამბო. წინამძღვარმა კი, ნაყოფის თვისებები შეისწავლა და მიხვდა, რომ განსაკუთრებით ძვირფას მცენარეს მიაგნეს.
ყავა, როგორც სასმელი იემენში გახდა პოპულარული და შემდეგ გავრცელდა სტამბოლში, კაიროში და ევროპაში. დღეს, ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არა-ალკოჰოლური სასმელია.
ეთიოპიური ყავა საკმაოდ ძნელად ასაღწერია. მის ძლიერ გემოს თან ახლავს მკაფიო შოკოლადის არომატი.