არომატიზირებული მწვანე ჩაი

რა არის მწვანე ჩაი?
მწვანე ჩაი მზადდება “კამელია სინენსის”-ის ანუ ჩაის ბუჩქის ფოთლებისგან რომელთა დამუშავებაც ხდება სპეციალური მეთოდით.

თეთრი ჩაის მსგავსად ის წითელ და შავ ჩაისთან შედარებით გამოირჩევა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შეიცავს ნაკლებ კოფეინის და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა შესრულდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

მწვანე ჩაის გადამუშავება
თეთრის ჩაის მსგავსად მწვანე ჩაიც საერთოდ არ გადის დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება მათი გამოშრობა ღუმელში ან ღია ცეცხლზე და დახვევა სხვადასხვა მეთოდით (მსუბუქად დახვევა, მჭიდროდ დახვევა, სპირალები, ბურთულები და ა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი გამოშრობის საბოლოო პროცესი. გამომშრალ ფოთლებს მომწვანო ფერი დაკრავთ რადგან არ გადიან დაჟანგვის პროცესს.

ამ კატეგორიაში გთავაზობთ მწვანე და თეთრ ჩაის სხვადასხვა ხილით, ყვავილით და ბუნებრივი არომატიზატორით.

Showing all 16 results

  • Sign up
Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.