ჩვენ შესახებ

ჩაიმანია არის ჩაის, ყავის, ჭურჭლის და ტკბილეულის ქსელი, რომელიც მოწყობილია ძველ ინგლისურ სტილში.  მაღაზიებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი და ჩაისებრი სასმელები მთელი მსოფლიოდან. მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (28.35 გრ) შეძენა. პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა კლიენტის მოთხოვნებს დაკმაყოფილების გარანტი.

ჩვენი პირველი მაღაზია გაიხსნა 2006 წ. ნოემბერში. იგი წარმოადგენდა სანქტ-პეტერბურგის ჩაის მაღაზიათა ქსელის “უნციის” ფრანშიზას. რადგან მაღაზია წარმოადგენდა ელიტარულ პროდუქტს, საშუალოზე მაღალი ფასებით, პირველი მაღაზია გაიხსნა ერთ-ერთ პოპულარულ ქუჩაზე (შარდენზე) სადაც სეირნობენ არა მხოლოდ ქართველები არამედ ტურისტებიც.  გახსნისთანავე მაღაზიაში წარმოდგენილი იყო 100-მდე სახეობის ჩაი და ჩაისებრი სასმელი, ტკბილეული და აქსესუარები. ასევე, უნცია აქტიურად ჩაერთო HoReCa ბიზნესში.  კლიენტების რეკომენდაციების საფუძველზე მაღაზიის გვერდით გაიხსნა სადეგუსტაციო ოთახი სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ სასიამოვნო გარემოში ჩაის დაგემოვნება.

კომპანია “ჩაიმანია” დააფუძნეს და მენეჯმენტს უწევენ მარიკა ბიბილეიშვილი და ეკა ვერულაშვილი. მარიკა არის აღმასრულებელი დირექტორი და ეკა კომერციული დირექტორი. მარიკამ მიიღო ბაკალავრის წოდება აშშ-ში ორეგონის უნივერსიტეტში და ამჟამად სწავლობს კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურაში. მას ააქვს დიდი გამოცდილება საკონსულტაციო სფეროში. ეკას ასევე აქვს ბაკალავრის წოდება საერთაშორისო ბიზნესში ორეგონის უნივერსიტეტიდან და MBA Case Western Reserve უნივერსიტეტიდან. მას 7 წლიანი სტაჟი აქვს საბანკო სფეროში.

თავდაპირველად მაღაზიაში მუშაობდა 4 კონსულტანტი რომელმაც გაიარა ერთ თვიანი ტრეინინგის ჩაის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ითვლებოდა ერთ-ერთ დიდ ჩაის მწარმოებელ ქვეყანად, ჩაის ხარისხი საგრძნობლად დავარდა. ჩვენი გამოცდილებით ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო მომხმარებლების და რესტორნების პერსონალის დასატრეინინგებლად.

მაღაზიის გახსნიდან რამოდენიმე თვეში დაიძაბა მდგომარეობა საქართველოსა და რუსეთს შორის. დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ რუსეთთან და პირდაპირი რეისების გაუქმებამ გვიბიძგა გვეპოვა ალტერნატიული მომწოდებელი. იყო ბევრი შემოთავაზება უკრაინიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან და არჩევანი გავაკეთეთ ერთ-ერთ ლიდერ გერმანულ კომპანიაზე. პირველი საცდელი შეკვეთა განხორციელდა 2007 წელს. იმის შემდეგ რაც ჩვენ დავრწმუნდით პროდუქციის მაღალ ხარისხში, ჩვენ გავხვდით აღნიშნული კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორები საქართველოში.  მალევე უნციამ შეიცვალა სახელი და გახდა “ჩაიმანია”.

მეორე მაღაზია გაიხსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში 2007 წ. სექტემბერში სრულიად განსხვავებული კონცეფციით ანუ კაფეში პატარა სტენდის სახით. ასეთი გზით ჩვენ შევეცადეთ მომხმარებელთან დაახლოვება რაც იძლევა საშუალებას კაფეში ჩაის დაგემოვნების შემდეგ მისი სახლში წაღება.

მესამე მაღაზია გაიხსნა ჰიპერმარკეტ გუდვილში 2007 წ. დეკემბერში. საახალწლო ციებ-ცხელების შემდეგ დავრწმუნდით, რომ აღნიშნული მაღაზიის გახსნა იყო ყველაზე მომგებიანი პროექტი რაც კი აქამდე გაგვიხორციელებია. დღესდღეისობით აღნიშნული მაღაზია ინარჩუნებს ყველაზე მაღალი მოცულობის გაყიდვებს. კლიენტების მოთხოვნების საფუძველზე გუდვილში დავამატეთ ყავა და ტკბილეულის ფართო არჩევანი.

2008 წ. აპრილში გაიხსნა მეოთხე მაღაზია თამარაშვილის ქუჩაზე. ხოლო ივნისში პატარა სტენდი სავაჭრო ცენტრ GTC–ში.

ამჟამად, ჩაიმანიას აქვს თბილისში 8 სრული მაღაზია (გუდვილი დიღომი, გუდვილი ვაკე, გუდვილი ქავთარაძე, თბილისი მოლი, სმარტი ვაკე, სავაჭრო ცენტრი GTC. სუპერმარკეტი ფურშეტი და ალ. ყაზბეგის გამზ. 1) .  გარდა ამისა, ჩვენ წარმოდგენილები ვართ 20-მდე რესტორანში და გვაქვს ექსკლუზივები რესტორან დაუნთაუნში, წისქვილში და ლუდის მოიდანში, სასტუმრო რედისონში, კაფე დისქავერიში და თოლიაში და სინემა კაფეში.

არსებული კონცეფციის და გაყიდვის მიდგომის გათვალისწინებით საცალო ბიზნესში ჩაიმანიას ქსელს არ ყავს პირდაპირი კონკურენტები.