ხილის ჩაი "ხილის ბაღი" (ცალი)
1.50₾ (1 ცალი)
მწვანე ჩაი სენჩა (ცალი)
1.50₾ (1 ცალი)
მწვანე ჩაი ჟასმინით (ცალი)
1.50₾ (1 ცალი)
არტიკული:
21066-G50
კატეგორია: მწვანე ჩაი
მიწოდების პირობები
მსგავსი პროდუქტები
ლუნ ჩინ (Bio)
31.00₾ (50 გრ)
ბურთულა
5.00₾ (1 ცალი)
ხელით დახვეული ბურთულას ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის. ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.
მწვანე ჩაი ჟასმინით
15.00₾ (50 გრ)
მატჩა/Matcha
50.00₾ (50 გრ)
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია რაც მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ, და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ.
ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას.
მატჩა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში.
მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი.
ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი.
მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 200 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.
ცის უფსკრული
15.00₾ (50 გრ)