ხელით დახვეული ბურთულის ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის. ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.