Showing 1–12 of 15 results

ბანჩა (ბიო)

31.00 (50 გრ)(50 gr)
ბანჩას ეძახიან "ყოველდღიურ ჩაის", რომელსაც იაპონელები ტრადიციულად ჭამის დროს მიირთმევენ. მსხვილფოთლოვანი ჩაი ბუჩქის ქვედა ფოთლებისაგან მზადდება. თანაბრად დამუშავებული ფოთოლი მოდუღების შემდეგ მის ნამდვილ ხარისხს გვიჩვენებს. ჩაი მდიდარია მინერალებით, და შეიცავს 70% ნაკლებ კოფეინს ვიდრე სხვა მწვანე ჩაი. ბანჩას ნაყენს აქვს რბილი გემო და მსუბუქად ბალახოვანი არომატი.

ბურთულა

5.00 (1 ცალი)(1 pcs)
ხელით დახვეული ბურთულას ფორმის ჩინური მწვანე ჩაი, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე მოკრეფილი ზედა ფოთლები. ფოთლებს სათუთად ახვევენ და შუაგულში უმატებენ კალენდულას, ჟასმინის ან ქრიზანტემას ყვავილს. თითო ბურთულას დახვევას 20-40 წუთი სჭირდება. დახვეულ ჩაის ძირითადად ბურთის ფორმა აქვს, რაც ჩინეთში სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს. ბურთულა უმჯობესია მომზადდეს მინის ჩაიდანში, სადაც გამოჩნდება მისი გაშლის პროცესი. 1 ბურთულა არის 7-8 გრ და საკმარისია 600-800 მლ ჩაიდნისთვის.  ნაყენი გამოირჩევა ოქროსფერი ფერით და სასიამოვნო გემოთი.

გენმაიჩა

15.00 (50 გრ)(50 gr)
იაპონური მწვანე ჩაი ბანჩას, ბრინჯის და ბატი-ბუტის ნარევი აძლევს ნაყენს განუმეორებელ არომატს. იაპონიაში ცნობილია როგორც “გეიშების საუზმე” რადგან ხელს უწყობს მადის დაკარგვას.

გველეშაპის მარგალიტი ჟასმინით

31.00 (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობა. ახალგაზრდა მწვანე ფოთლებს ხელით ახვევენ მარგალიტის ფორმის ბურთებად. ნაყენი გამოირჩევა მსუბუქი ჟასმინის არომატით.

თამარ მეფე

30.00 (1 ცალი)(1 pcs)
ქართული მწვანე ჩაი (100 გრ)

კოკეიჩა

31.00 (50 გრ)(50 gr)
იაპონური მწვანე ჩაი ბრინჯის ფქვილით. გამოირჩევა დიდი რაოდენობის კოფეინის შემცველობით და გამამხნევებელი ეფექტით. ნაყენს აქვს მოყვითალო ფერი და მკვეთრი არომატი.

ლუნ ჩინ (Bio)

31.00 (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაი რომელიც ცნობილია როგორც “იმპერატორების ჩაი”. გამოირჩევა მოგრძო და ზურმუხტისფერი ჩაის ფოთლით. ნაყენს აქვს მსუბუქი მოტკბო გემო და განუმეორებელი არომატი.

მთვარის სასახლე (Bio)

15.00 (50 გრ)(50 gr)
უმაღლესი ხარისხის ჩინური მწვანე ჩაი რომელიც გამოირჩევა მსუბუქი, ოდნავ მოტკბო არომატით.

მწვანე ჩაი ჟასმინით

15.00 (50 გრ)(50 gr)
ჩინური მწვანე ჩაი ჟასმინით იუნანის პროვინციიდან. იგი განსხვავდება სხვა ჟასმინის ჩაებისგან არომატიზაციის მეთოდით. მის დასამზადებლად ჟასმინის ყვავილები ინახება ჩაისთან ერთად. ნაყენს გააჩნია მუქი მოყვითალო ფერი და მკვეთრი გემო.

სენჩა (Bio)

15.00 (50 გრ)(50 gr)
ტრადიციული ჩაი რომელსაც აქვს მოგრძო, ხაკისფერი ფოთლები. ნაყენს აქვს ცოცხალი, მომწვანო ფერი და მსუბუქი ბალახის გემო. სენჩა საუკეთესო არჩევანია მწვანე ჩაის დამწყებებისათვის.

რა არის მწვანე ჩაი?
მწვანე ჩაი მზადდება “კამელია სინენსის”-ის ანუ ჩაის ბუჩქის ფოთლებისგან რომელთა დამუშავებაცხდება სპეციალური მეთოდით.

თეთრი ჩაის მსგავსად ის წითელ და შავ ჩაისთან შედარებით გამოირჩევა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შეიცავს ნაკლებ კოფეინის და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.

რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?

ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი დამახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესიუნდა შესრულდეს ახლად მოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.

მწვანე ჩაის გადამუშავება
თეთრის ჩაის მსგავსად მწვანე ჩაიც საერთოდ არ გადის დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს. მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება მათი გამოშრობა ღუმელში ან ღია ცეცხლზე და დახვევა სხვადასხვა მეთოდით (მსუბუქად დახვევა, მჭიდროდ დახვევა, სპირალები, ბურთულები დაა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი გამოშრობის საბოლოო პროცესი. გამომშრალ ფოთლებს მომწვანო ფერი დაკრავთ რადგან არ გადიან დაჟანგვის პროცესს.