Handmade Chocolate

15.00
ორი სახეობის ხელნაკეთი შოკოლადი: მწვანე ჩაი "მატჩა" და შავი ჩაი

გაზაფხული

15.00 (50 gr)
მწვანე ჩაი (93 %), მარწყვის ნატეხები, ფორთოხლის ქერქი, მთის უკვდავა, არომატი

მატჩა (25 გრ)

30.00
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას "სიცოცხლის ელექსირს" უწოდებენ და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ. ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას. მატჩა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში. მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი. ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი. მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 200 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.

წყლის ფლამინგო

15.00 (50 gr)
წყლის ფლამინგო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ჩაის სახეობა და "best seller"-ია ჩაიმანიას კოლექციაში. ლურჯი ფერის ყვავილი "პეპელა ბარდა" აძლევს მწვანე ჩაის ნაყენს იასამნისფერ ფერს. შემადგენლობა: მწვანე ჩაი, მარაკუიას, ვაშლის და პომელოს ნატეხები, პეპელა ბარდის ყვავილი, ფლამინგოს ფორმის შაქარყინული, ლემონგრასი.

მაკაბეო

15.00 (50 gr)
თეთრი და მწვანე ჩაი, ყვითელი ვარდის კოკრები, ვარდის ფურცლები, არომატი

გოჯი ბერი

15.00 (50 gr)
მწვანე ჩაი, გოჯი ბერი, ლემონგრასი, ბროწეულის და ღიღილოს ყვავილი.

ორქიდეა

15.00 (50 gr)
წითელი, წვნიანი ხილისა და მწვანე ჩაის ნაზავი მსუბუქი ორქიდეას არომატით. მწვანე ჩაი, მარწყვის, მოცხარის, ჟოლოს, ალუბლის ნატეხები.

საკურა

15.00 (50 gr)
კლასიკური არომატიზირებული მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს მწვანე ჩაის, ვარდის ფურცლებს და იაპონური ალუბლის არომატს.

მატჩა/Matcha

50.00 (50 gr)
ჩაი "მატჩა" არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია რაც მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ, და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ. ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას. მატჩა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში. მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი. ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური "ცოცხით", რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი. მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 200 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.

Bancha

31.00 (50 gr)
ბანჩას ეძახიან "ყოველდღიურ ჩაის", რომელსაც იაპონელები ტრადიციულად ჭამის დროს მიირთმევენ. მსხვილფოთლოვანი ჩაი ბუჩქის ქვედა ფოთლებისაგან მზადდება. თანაბრად დამუშავებული ფოთოლი მოდუღების შემდეგ მის ნამდვილ ხარისხს გვიჩვენებს. ჩაი მდიდარია მინერალებით, და შეიცავს 70% ნაკლებ კოფეინს ვიდრე სხვა მწვანე ჩაი. ბანჩას ნაყენს აქვს რბილი გემო და მსუბუქად ბალახოვანი არომატი.

Kokeicha

31.00 (50 gr)
Japanese green tea with rice flour. It is characterized by a large amount of caffeine content and an invigorating effect. The tincture has a yellowish color and a sharp aroma.

გენმაიჩა

15.00 (50 gr)
იაპონური მწვანე ჩაი სენჩას, ბრინჯის და ბატი-ბუტის ნარევი აძლევს ნაყენს განუმეორებელ არომატს. იაპონიაში ის ცნობილია როგორც “გეიშების საუზმე” რადგან ხელს უწყობს მადის დაკარგვას.