მატჩა (25 გრ)
30.00₾
ჩაი “მატჩა” არის ფხვნილისებრი მწვანე ჩაი, რომელსაც უკვე 900 წელია მიირთმევენ იაპონიაში. ბუდისტი ბერები მას “სიცოცხლის ელექსირს” უწოდებენ და მედიტაციას დაწყებამდე სვამენ.
ჩაის მოსავალს, რომლისგანაც მზადდება მატჩა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ. ფოთლები მზისგან დამალულად, ჩრდილში იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩაიში ხლოროფილისა და ამინომჟავების შემცველობას.
მატჩა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ჩაის ტიპს განეკუთვნება. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ჩაი მატჩა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია ბუნებაში.
მატჩას მომზადების ორი მეთოდი არსებობს, ძლიერი და მსუბუქი.
ძლიერი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა მშრალი გამთბარი ჭურჭელი, 4 გრ ფხვნილი, 50 მლ წყალი. ვურევთ ნელა სპეციალური “ცოცხით”, რომ ნაყენი გამოვიდეს სქელი და ბლანტი.
მსუბუქი მატჩას მოსამზადებლად საჭიროა თბილ ჭურჭელში მოვათავსოთ 2 გრ ფხვნილი და კარგად გავხსნათ 200 მლ წყალი. ნაყენს აქვს მკვეთრი მომწარო გემო.