About us

ჩაიმანია არის ჩაის, ყავის და აქსესუარების ბუტიკური ქსელი, სადაც წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი, ჩაისებრი სასმელები და ყავა მთელი მსოფლიოდან. ჩაიმანიას კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი და ყავა მოთავსებულია გამჭირვალე ქილებში და შესაძლებელია სასურველი რაოდენობის შეძენა დასაგემოვნებლად. წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და კვალიფიციური მომსახურება არის ყველა კლიენტის მოთხოვნებს დაკმაყოფილების გარანტი. გარდა უცხოური პროდუქციისა, ჩაიმანია ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და აძლევს საშუალებას სტარტაპებს წარმოადგინონ თავიანთი ნაწარმი ჩვენს ქსელში.

Play Video

ჩაიმანია ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 7, ხოლო რეგიონებში 3 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი: – დიღმის & ვაკის გუდვილი, საბურთალოს სითი მოლი, თბილისი მოლი, ჰოუმმარტი, დიღმის & ვაკის აგროჰაბი, ბათუმის გრანდ მოლი, ბათუმის გორგია, ქუთაისის კარფური.  გარდა ამისა, ბრენდი წარმოდგენილია სხვადასხვა რესტორანსა და კომპანიებში – პროკრედიტი, ბანკი ქართუ, პაშა ბანკი, ესპრესომობილი, ღუდუშაურის კლინიკა, აქსის ბიზნეს კაფე, კატარის საელჩო, სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური, ჰოლდინგი ფორტუნა და სხვა.

ჩაიმანია 𝗗𝗲𝘁𝗵𝗹𝗲𝗳𝘀𝗲𝗻 & 𝗕𝗮𝗹𝗸 1938-ის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, საიდანაც ხდება პროდუქციის 95%-ის იმპორტი. 2017 წლიდან ჩვენი მხარდაჭერით მოხდა ქართული ჩაის 4 სახეობის (შავი, მწვანე, მოცვი და მაყვალი) ექპორტი გერმანიაში და მისი შეძენა შესაძლებელია 𝗗𝗲𝘁𝗵𝗹𝗲𝗳𝘀𝗲𝗻 & 𝗕𝗮𝗹𝗸 -ის კატალოგიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დიდი დიღომი. ფარნავაზ მეფის გამზ. 1

(+995 32) 2 109-906

Sign in

No account yet?

Shop
0 items Cart
My account