სიახლე

ჩაიმანია ქუთაისში

ჩაისა და ყავის ქართული ბრენდი ჩაიმანია ქსელს აფართოებს და რეგიონებში ფილიალების გახსნას აანონსებს. უკვე 15 წელია ჩაიმანია მომხმარებლებს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც ქართული ჩაი, ასევე, განსაკუთრებული და ეგზოტიკური ჩაის სახეობები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. გარდა ამისა, ჩაიმანიაში შესაძლებელია სხვადასხვა ყავის, გემრიელი ნუგბარის, ჭურჭლის და აქსესუარების შეძენა.