Decaffeinated tea
Showing 13–23 of 23 results
Lapacho
ლაპაჩოს ხის ქერქი ათასწლეულების მანძილზე ითვლებოდა ინკების ძირითად მედიკამენტად. ეს მცენარეული ჩაი (ხის ქერქი), ფართოდ გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სახალხო მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის ინფექციები, გაციება, გრიპი, დიაბეტი, დიარეა, კუჭის წყლული. მომზადების წესი: 4-5 ჩ/კ ლაპაჩოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი. გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.
Butterfly Pea
მატე
მატე მზადდება პარაგვაის მარადმწვანე ბუჩქის ფოთლებისგან. ის არ იწვევს მიჩვევას და კარგად ამხნევებს. აქვს კარგი მატონიზირებელი თვისებები, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის აღგზნებადობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ტრადიციულად, მატეს აყენებენ სპეციალურ ჭურჭელში - “კალებასა”-ში (გამომშრალი გოგრა) და მიირთმევენ სპეციალური საწრუპით - “Bombilla”. ჩაიმანიას ქსელი გთავაზობთ ბიო მატეს ბრაზილიიდან.
Mint + Box
ძნელად თუ მოიძებნება სხვა პროდუქტი, რომელსაც ამდენი სხვადასხვა სახელი აქვს. მისი თავდაპირველი და ნამდვილი სახელწოდებაა „ხუჭუჭა პიტნა“ (crisped mint). სახელწოდება „სპირმინტი“ (spearmint), სავარაუდოდ, მის სპეციფიკურ, მენთოლის ელფერით გაჯერებულ პიტნის გემოს უკავშირდება. „ნანა-პიტნა“ (Nana-Mint) ტრადიციული სასმელია, რომლის მირთმევაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. როგორც ცხელი, ისე ცივი სახით, ეს ნაყენი წყურვილს შესანიშნავად კლავს; მას არ ახასიათებს ხილის ნოტები, თუმცა გამოირჩევა სპირმინტის უგემრიელესი და გამაცოცხლებელი გემოთი.