დომინიკელთა რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი კოლონია, რომელმაც მარტინიკადან ყავის თესლი მე-18-ე საუკუნის დასაწყისში მიიღო და ათწლეულების მანძილზე ყავის ექსპორტი ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ფაქტორად აქცია.
ჩაიმანია გთავაზობთ Cafe Cult-ის ყავას, რომელიც მოჰყავთ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ კუნძულზე, “ბარაჰონას” რეგიონში. ეს რეგიონი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, შესაბამისად ყავა “Santa Domingo” არის ბიო ყავა.
სათუთად მოკრეფილ ნედლ ყავის მარცვლებს რეცხავენ, აშრობენ მზეზე და დამუშავების შედეგად მარცვლები იღებენ ინტენსიურ სიტკბოს.
ყავის ეს სახეობა გამოირჩევა ეგზოტიკური გემოთი და ყავის მოყვარულებს იდეალურ არომატს ჰპირდება.