რა არის ხილის ჩაი?
თუ გინდა გემრიელი, სასარგებლო და უკოფეინო სასმელი, ხილის ჩაი საუკეთესო არჩევანია.
ხილის გამოშრობა ხდება გაყინვის მეთოდით (freeze-dried method), რაც უზრუნველყოფს
ვიტამინების და მინერალების შენარჩუნებას.
ხილის ნარევებში ფერისა და გემოსთვის ბაზად კარკადეს და ვაშლის ჩირს იყენებენ.
სხვადასხვა ხილი, სანელებლები და ყვავილები ქმნიან განსხვავებულ ბუკეტს.