სიახლეები

ჩაიმანიას 14 წელი…

Screenshot 2020-12-15 at 20.05.19

Entrepreneur-ის გუნდი, დეკემბერი 15, 2020

ჩაიმანია ჩაის, ყავის, ტკბილეულისა და  ჩაის აქსესუარების ბუტიკურ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2006  წლიდანაა წარმოდგენილი. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდის – Desthlefen & Balk (since 1836)-ის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში. თავად D & B კი 1836 წლიდან უმაღლესი ხარისხის ჩაის და მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე დიდი ნდობით გამოირჩევა.

„ჩაიმანიას“ ქსელში 100-ზე მეტი სახეობის ჩაის შეხვდებით, რომლის არჩევაც მომხმარებელს საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუძლია. ჩაის გარდა, „ჩაიმანიას“ დახლებზე უმაღლესი ხარისხის  სამხრეთ ამერიკული და აფრიკული ყავის ნაირსახეობასაც ნახავთ, რომელიც აქვე შემოთავაზებულ ტკბილეულსა და დეკორატიულ, დახვეწილ ჭურჭელთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების მიზნით, „ჩაიმანია“ უკვე წლებია ქართულ ბაზარზე მყარად აგრძელებს განვითარებას. 2019 წელს იგი საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანია გახდა.

როგორ დაიწყო და განვითარდა, რა გამოწვევებს უმკლავდება და როგორ აგრძელებს წინსვლას ეპიდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ამის შესახებ Entrepreneur-ს მისი დამფუძნებელი, ეკა ვერულაშვილი, ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით განვლილ 14 წელს – რა იყო ჩაიმანიას სასტარტ წერტილი და სად არის კომპანია ახლა?

ჩაიმანიას საწყისი წერტილი იყო 1 მაღაზია და მხოლოდ იმპორტული ჩაის ასორტიმენტი. ახლა კი, უკვე გვაქვს 8 მაღაზია და, ასევე, ონლაინმაღაზია; ჩაის ასორტიმენტს შევმატეთ ყავა, ჭურჭელი და ქართული პროდუქცია. ასე რომ, ვფიქრობ, ნორმალურად გავიარეთ ეს წლები მიუხედავად ბევრი სირთულისა. 

კომპანიის განვითარების გარდამტეხი ეტაპი იყო 2008 წელს, როდესაც დავიწყეთ მიმოწერა გერმანულ კომპანიასთან. ჩვენდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ Dethlefsen & Balk მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩაისა და ყავის დისტრიბუტორია, შევძელით მათი დაინტერესება. თავად კომპანიის დირექტორი ჩამოვიდა საქართველოში, რომ ენახა ჩვენი ქვეყანა და პირადად შეგვხვედროდა. დღეს Dethlefsen & Balk „ჩაიმანიას“ ექსკლუზიური მომწოდებელია ამიერკავკასიაში.

 

შარშან ექსპორტზე გავიტანეთ ქართული ჩაის 4 სახეობა გერმანიაში და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. მთავარი მაინც ის არის, რომ გვინდა, ჩაი გახდეს ძალიან პოპულარული სასმელი და გაასწროს ყავის გაყიდვებს. ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ჩაის პოპულარიზციაზე. ასევე, გვინდა გავზარდოთ.

 

  • Sign up
Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.